პსჟ-მ მარკინიოსი 85 მილიონად არ გაყიდა

0
18

პსჟ-მ ცენტრალური მცველი მარკინიოსი ლონდონის „ჩელსიში“ 85 მილიონ ევროდ არ გაყიდა. L’Equipe-ისნ ინფორმაციით, ლონდონელებმა პარიზელებს ბრაზილიელი მცველის სანაცვლოდ სწორედ ეს თანხა შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. 27 წლის მარკინიოსის ხილვა თავის გუნდში გერმანელ სპეციალისტ თომას ტუხელს სურდა. თუმცა, „ჩელსიში“ ფრანგული გრანდის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ მარკინიოსი არ იყიდება. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების უკანახაზელი 2013-2014 წლებიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 338 მატჩში 34 გოლი გაიტანა.