ონანა კარიერას მილანის „ინტერში“ განაგრძობს

0
16

მეკარე ანდრე ონანა კარიერას მილანის „ინტერში“ განაგრძობს, იუწყება იტალიური მედია. კამერუნელი გოლკიპერი ამსტერდამის „აიაქსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით 2022 წლისს ზაფხულში დატოვებს. თუმცა, მილანელებთან კონტრაქტს უკვე მომავალი წლის იანვარში გააფორმებს.
25 წლის ონანა „აიაქსის“ კარს 2016-2017 წლების სეზონიდან იცავს. მას 2021 წლის თებერვალში სისხლში აკრძალული პრეპარატი ფუროსემიდი აღმოუჩინეს, რის გამო 12-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. მაშინ, „აიაქსმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ კამერუნელმა შეცდომით მეუღლის წამალი დალია და ნახსენები პრეპარატიც ამიტომ აღმოაჩნდა. მიმდინარე წლის ივნისში საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით ონანას დისკვალიფიკაცია 9 თვემდე შეუმცირდა. მან მიმდინარე სეზონში ამსტერდამელთა შემადგენლობაში 2-ჯერ ითამაშა – ჩემპიონთა ლიგაში და ნდერლანდების თასზე.