გიორგი შერმადინმა “ტენერიფე” პლეი ინში გაიყვანა

0
31

გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ჩემპიონთა ლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩში სტუმრად იტალიურ სასარის 84:63 სძლია. ჩუს ვიდორეტას გუნდმა მასპინძლებს ყველა მეოთხედი მოუგო. ესპანურმა კლუბმა ჯგუფში 10 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი გერმანულ “ლუდვიგსბურგს” ერგო, რომელმაც ტენერიფეს ორივე მატჩი მოუგო. “ტენერიფე” Play In-ში გადაინაცვლებს, სადაც მისი მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვევა.
“ტენერიფეს” რიგებში გიორგი შერმადინმა 19 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო გამოიყენა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 19-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და გიორგი მატჩის MVP გახდა.