„ფენერბაჰჩე“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

0
16

სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ ხელმძღვანელებმა დაკავებული თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი ვიტორ პერეირა დაითხოვეს. მისი გაშვების მიზეზი გუნდის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები არადამაჯერებელი გამოსვლაა. თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებული 17 ტურის მერე, „ფენერბაჰჩე“ 28 ქულით მე-5 ადგილზეა და ლიდერ „ტრაბზონსფორს“ 14 ქულით ჩამორჩება.
53 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი „ფენერის“ თავკაცად მიმდინარე წლის ზაფხულში დაინიშნა და კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებდა.