პელეგრინის ახალი კონტრაქტი „ბეტისთან“

0
20

„ბეტისის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. სევილიელთა ვებგვერდის ინფორმაციით, ჩილელმა სპეციალისტმა ხელშეკრულება 2025 წლამდე დადო.
68 პელეგრინი „ბეტისს“ 2020 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით გასულ სეზონში გუნდმა ესპანეთის ლა ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა. ამჟამად, სევილიელები 18 შეხვედრაში მოპოვებული 33 ქულით მე-3 პოზიციაზე არიან.