„ნიუკასლი“ ზამთარში ჯეკო შეძენას ეცდება

0
12

„ნიუკასლი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დრის მილანის „ინტერიდან“ ედინ ჯეკოს შეძენას ეცდება, იუწყება ინგლისური გამოცემა Daily Mail.
ინგლისური კლუბი მზადაა ბოსნიელის სანაცვლოდ იტალიელებს სოლიდური თანხა შესთავაზოს, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ მილანელების მის გაყიდვას დათანხმდნენ. ფეხბურთელი „ინტერს“ კარგად შეეწყო და გუნდის თავკაც სიმონე ინძაგის ბალკანელის როგორც იტალიის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში ეიმედება.
35 წლის ჯეკო „ინტერს“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან „ნერაძურის“ მაისურით იტალიის სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოსნიელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.