„ლანსმა“ „ბოდო-გლიმტის“ კაპიტანი შეიძინა

0
27

„ლანსმა“ ნორვეგიის „ბოდო-გლიმტიდან“ ნახევარმცველი პატრიკ ბერგი შეიძინა, რის შესახებ ფრანგული კლუბის პრესსამსახური იუწყება. Transfermarkt-ის ინფორმციით. „ლანსმა“ 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 4,5 მილიონი ევრო გადაიხადა.
ბერგმა, რომელიც ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია ახალ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. ის „ბოდო-გლიმტის“ აღზრდილია და პირველი გუნდში ყველა ტურნირში ჩატარებულ 169 მატჩში 17 გოლი გაიტანა.
სკანდინავიელ შუახაზელს „ლანსი“სეკო ფოფანას შემცვლელად მოიაზრებს, რომლის გადაბირება რამდენიმე კლუბს უნდა და მათ შორის ყველაზე მეტად „ნიუკასლი“ აქტიურობს.