„ჩელსი“ დე ლიხტით გაძლიერებას გეგმავს

0
13

ლონდონის „ჩელსი“ ტურინის „იუვენტუსიდან“ ცენტრალური მცველის მატეის დე ლიხტის შეძენას გეგმავს, იუწყება ინგლისური ტაბლოიდი The Sun. ლონდონური კლუბო დაცვის ცენტრის გაძლიერებას ნიდერლანდელი ფეხბურთელით სერიოზულად გეგმავს. დე ლიხტის მიმართ დაინტერესება მას მერე გაიზარდა, რაც მოთამაშის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი ახალი გამოწვევისთვის მზადაა. „ჩელსის“ უკანა ხაზში შევსება მართლაც სჭირდება, რადგან შესაძლოა მომავალი წლის ზაფხულში გუნდიდან ანტონიო რუდიგერი, სესარ ასპილიკუეტა და ტიაგო სილვა წავიდნენ.
„იუვენტუსმა“ 22 წლის დე ლიხტი 2019 წელს ამსტერდამის „აიაქსიდან“ 85,5 მილიონ ევროს შეიძინა. ნიდერლანდელმა მიმდინარე სეზონში იტალიური გრანდის შემადგენლობაში 14-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. მას „იუვესთან“ ხელშეკრულება 2024 წელს ეწურება. პორტალი Transfermarkt დე ლიხტს 70 მილიონ ევროდ აფასებს.