“ბენდელას თასის” ფინალში “საბურთალო” და “რუსთავი” გავიდნენ

0
11

დღეს “ბენდელას თასზე” ნახევარფინალური მატჩები გაიმართა, სადაც ფინალისტების ვინაობა გაირკვა. პირველ შეხვედრაში “საბურთალომ” აზერბაიჯანულ “ვატანს” 1:0 აჯობა. ერთადერთი გოლი შორი მანძილიდან კახი კოჭუაშვილმა გაიტანა. მეორე წყვილში კი, სადაც “რუსთავი” და აზერბაიჯანის “საბაჰი” შეხვდნენ ერთმანეთს, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში ქვემოქართლელებმა იმარჯვეს და გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლებაც მოიპოვეს.
22 დეკემბერს 15:30 საათზე მატჩი მესამე ადგილისთვის გაიმართება, ხოლო 17:00 საათზე ფინალური შეხვედრა დაიწყება.

მატჩი მესამე ადგილისთვის: საბაჰი – ვატანი 15:30
ფინალი: საბურთალო – რუსთავი   17:00