ბათუმის „დინამომ“ სერბი ნახევარმცველი და ჩერნოგორიელი ფორვარდი დაიმატა

0
32

ბათუმის „დინამომ“ ორი ახალი ფეხბურთელი დაიმატა. მომავალ სეზონში ბათუმელთა ღირსებას სერბი ნახევარმცველი მილან რადინი და ჩერნოგორიელი თავდამსხმელი სტეფან დენკოვიჩი დაიცავენ.
30 წლის რადინი გასულ სეზონში თბილისის „დინამოში“ გამოდიოდა, სადაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მან თბილისელებთან ერთად ვერცხლის მედლები მოიგო.
30 წლის დენკოვიჩი 2021 წელს ყაზახეთის „კაისარში“ ასაპრეზობდა და 21 შეხვედრაშ თავი ერთხელ გამოიჩინა. ის ყაზახურ კლუბში გადასვლამდე სერბეთი სუპერლიგაში სუბოტიცას „სპარტაკში“ გამოდიოდა.