შენგელია “რეალთან” მატჩის წინ დაასვენეს

0
15

23 დეკემბერს თორნიკე შენგელიას ცსკა-ს ევროლიგის რეგულარულ პირველობაზე მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ თამაში მოუწევს. ამ პრინციპული დაპირისპირების წინ მოსკოველთა კლუბის ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრიოს იტუდისმა საქართველოს ნაკრების კაპიტანს დასვენების საშუალება მისცა.
VTB ლიგაში პოლონურ ბოლოადგილოსან ”ზიელონა გურას” წინააღმდეგ თამაშისას შენგელიამ პირველ ტაიმში 8 წუთი და 36 წამი იასპარეზა და შემდგომ პარკეტზე არ გამოჩენილა. თორნიკეს ანგარიშზე 4 ქულა, 2-2 მოხსნა და დაფარება დაირიცხა, ცსკა-მ კი მეტოქეს იოლად, 93:59 სძლია.