ჭანტურიშვილმა წელი საგოლე გადაცემით დაამთავრა

0
20

„ზლინმა“, რომელშიც ვახტანგ ჭანტურიშვილი გამოდის, ზამთრის შესვენებამდე ბოლო მატჩში სტუმრად ოლომოუცის „სიგმას“ შეხვდა და ქულა აიღო. მასპინძლები 25-ე წუთზე რუსეკის დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი მოიგეს. 63-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა ბურთი მეტოქის ნახევარზე მარცხენა ფლანგზე მიიღო და ზუსტი პასით „სიგმას“ საჯარიმოში ფანტისი მოძებნა, რომელმაც თავით ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა, ხოლო ჭანტურიშვილი 90-ე წუთზე შეცვალეს. „ზლინმა“ წელიწადი 19 ქულით 16 გუნდს შორის დაკავებული მე-10 ადგილი დაასრულა.
28 წლის შუახაზელმა, რომელიც „ზლინში“ მეხუთე წელია ირიცხება, მიმდინარე სეზონში 16 მატჩი (13 სასტარტოში) ჩაატარა და გოლი არ გაუტანია, მაგრამ რამდენიმე საგოლე პასი გააკეთა.