„სიტიმ“ „ლივერპულის“ რეკორდი მოხსნა

0
5

„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერ ლიგის მე-18 ტურში სტუმრად „ნიუკასლი“ 4:0 დაამარცხა. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა წელს ინგლისის ჩემპიონატში 34 მატჩი მოიგეს და „ლივერპულის“ რეკორდი მოხსნეს, რომელიც 1982 წელს დამყარდა. წლის დასრულებამდე მანჩესტერელებს კიდევ 2 მატჩი დარჩათ – „ლესტერთან“ და „ბრენტფორდთან“.
„სიტიმ“ პრემიერ ლიგაში ზედიზედ 8-ჯერ გაიმარჯვა – 12 გოლი გაიტანა და არცერთი გაუშვა. 2021 წელს გვარდიოლას გუნდმა მეტოქეთა კარი 105-ჯერ აიღო და საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 1929 წლიდან არსებობდა – მაშინ გუნდმა მოწინააღმდეგეთა კარი 104-ჯერ დალაშქრა.