კვეკვესკირი შესვენებაზე საუცხოო გოლით და პირველი ადგილით წავიდა

0
32

ნიკა კვეკვესკირმა მიმდინარე სეზონში პოზნანის “ლეხის” შემადგენლობაში თავისი მეორე გოლი გაიტანა და ისევ შორი მანძილიდან. პოლონეთის ექსტრაკლასას მე-19 ტურში პოზნანელებმა ზაბჟეს “გურნიკი” მიიღეს და 2:1 დაამარცხეს.
სტუმრებმა ანგარიში 36-ე წუთზე ხესუს ხიმენესის დარტყმის შემდეგ გახსნეს. 44-ე წუთზე კვეკვესკირმა დაახლოებით 25 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით მეკარისგან მარცხენა “ცხრიანში” ულამაზესი გოლი გაიტანა. “ლეხმა” 3 ქულა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-9 წუთზე მოიპოვა, როდესაც მილიჩმა სტუმართა კარი აიღო. “ლეხმა” პოლონეთის ჩემპიონატის პირველი ეტაპი 41 ქულით და სატურნირო ცხრილში ლიდერობით დაასრულა. 29 კვეკვესკირმა ჩემპიონატში 17 მატჩი (6 სასტარტოში) ჩაატარა და თავის ანგარიშზე 2 გოლი ჩაიწერა.