რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი გარემარბის ანდრეი კანჩელსკისის აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას „ევერტონში“ გადასვლა შესაძლებელია. მან ამის შესახებ კომენტარი მას მერე გააკეთა, რაც ინგლისურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზანის „რუბინის“ ქართველი გარემარბით „ევერტონი“, „ვესტ ჰემი“ და „საუთჰემპტონი“ დაინტერესდნენ.
„ინგლისში თამაში არცთუ ისე ადვილია, რადგან ეს რუსეთი არაა. ხვიჩას გადასვლა „ევერტონში“ შესაძლებელია, რადგან იქ ჩვენი თანამემამულეები მუშაობენ. ყველაფერი კვარაცხელიაზე დამოკიდებული – თუ ენას სწრაფად ისწავლის და გადაეწყობა, მაშინ ინგლისის პრემიერ ლიგაში ადაპტაციას მალე გაივლის. „საუთჰემპტონს“ რაც შეეხება, ამ კლუბს კარგად აწყობილი სელექცია აქვს და ფეხბურთელის ყიდვა-გაყიდვაზე თანხის გამომუშავება შეუძლია.
კოკორინის ტრანსფერის შემდეგ, პრემიერ ლიგის კლუბის მხრიდან რუსეთის ჩემპიონატის მოთამაშეების მიმართ დაინტერესება დიდი არაა. რატომ აჩვენებდა ხვიჩა სეზონის პირველ ნახევარში არცთუ კარგ ფეხბურთს? ის სხვებზეა დამოკიდებული და მთლიანად „რუბინი“ ცუდად თამაშობდა“ – განაცხადა კანჩელსკისმა, რომელსაც პრემიერ ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედში“ და „ევერტონში“ უთამაშია.
