კაკაბაძეს გოლი სიმბოლური ნაკრებით დაუფასეს

0
32

ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. განვლილ ტურში „კრაკოვია“, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი გამოდის, სტუმრად „შლიონსკის“ შეხვდა და 2:0 აჯობა.
კაკაბაძე მიმდინარე სეზონში კრაკოველთა სასტარტო შემადგენლობაში მეხუთედ მოხვდა და 54-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, საჯარიმოს ფარგლებს გარედან ზუსტად „გაისროლა“.
ის სადებიუტო სეზონს ატარებს პოლონეთის ჩემპიონატში, სადაც 8-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. „კრაკოვია“ ზამთრის შესვენებაზე 26 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილით წავიდა.