ბრაზილიელმა მცველებმა „დილასთან“ კონტრაქტები გაახანგრძლივეს

0
12

ალეფ სანტოსმა „დილასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. გორული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 32 წლის მცველმა ხელშეკრულებ 2 წლით გაახანგრძლივა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში „დილას“ მაისურით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. სანტოსი გორელთა შემადგენლობაში 2019 წლიდან გამოდის და საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები ზედიზედ ორჯერ მოიპოვა – 2020 და 2021 წლებში.
თანამემამულის მსგავსად მომავალი 2 წლის მანძილზე „დილას“ თავისი მომავალი დაუკავშირა უკანახაზელმა ვანდერსონმა. 30 წლის მოთამაშემ გასულ სეზონში „დილაში“ 36 სეხვედრა შეუცვლელად ითამაშა. ის შიდა ქართლურ კლუბში შარშან ჩაირიცხა.