“ბენდელას” თასის ნახევარფინალში 2 ქართული და 2 აზერბაიჯანული გუნდი გავიდა

0
23

“ბენდელას” თასის გათამაშება გადამწყვეტ ფაზაში შედის – დღეს მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა, სადაც ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა. უნდა ითქვას, რომ ოთხივე შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოებამ მოზარდებისგან ლამაზი, სანახაობრივი ფეხბურთი იხილა.
აზერბაიჯანულმა “საბაჰმა” 4:2 დაამარცხა გორის “გორი”, ხოლო “რუსთავმა” დაძაბულ შეხვედრაში ყაზახეთის “სპარტაკ-ჯუნიორს” აჯობა 2:1. მეორე აზერბაიჯანულმა გუნდმა “ვატანმა” 3:1 მოუგო “ვიკინგებს”, “საბურთალომ” კი ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა “სამტრედიას”.
შეგახსენებთ, რომ “ბენდელას” თასი “საბურთალოს” ორგანიზებით ტარდება, რომელსაც საქართველოსა და თბილისი ფეხბურთის ფედერაციები ეხმარებიან. ასევე, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

21 დეკემბერი, ნახევარფინალები:
საბურთალო – ვატანი  14:00
საბაჰი – რუსთავი    15:00