შერმადინი ოვერტაიმში დამარცხდა

0
15

საქართველოს ნაკრების მეფარე გიორგი შერმადინის ”ტენერიფე” ესპანეთის ლიგა ენდესას მე-14 ტურში ”ფუენლაბრადასთან” ოვერტაიმში დამარცხდა – 96:104.
შერმადინმა პარკეტზე 28 წუთი და 39 წამი გაატარა. გიორგის ანგარიშზე 15 ქულაა, ამასთან 32 წლის ცენტრი 6 მოხსნით, 3 პასით, 2 ჩაჭრითა და ერთი დაფარებით გამოირჩა.
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის შემდეგ ტურში შერმადინის გუნდის მეტოქე ”ვალენსია” იქნება. ეს მატჩი ტენერიფეში 29 დეკემბერს ჩატარდება.