მიქელთაძის შესაშური სტატისტიკა ავსტრალიაში

0
14

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. „ნიუკასლს ჯეთსი“, სადაც ქართველი თავდამსხმელი გამოდის ავსტრალიის უმაღლესი დივიზიონის მე-5 ტურში გასვლაზე „მაკარტურს“ შეხვდა და 1:2 წააგო.
ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და 35-ე წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც თავისი წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმა შეასრულა და „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა. მან ავსტრალიაში ჩატარებულ 5 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.
მასპინძლებმა ანგარიში 48-ე წუთზე გაათანაბრეს, ხოლო 84-ეზე გამარჯვების გოლი გაიტანა. „ნიუკასლ ჯეთსი“ ავსტრალიის 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.