კაკაბაძე ზამთრის არდადეგებზე გოლით წავიდა

0
21

ოთარ კაკაბაძემ, რომელიც პოლონეთის ექსტრაკლასაში სადებიუტო სეზონს ატარებს, თავისი მეორე გოლი გაიტანა და ეს ისევ შორეული დარტყმით მოახერხა. ექსტრაკლასას მე-17 ტურში „კრაკოვია“, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი გამოდის, სტუმრად „შლიონსკის“ შეხვდა და 2:0 აჯობა.
კაკაბაძე მიმდინარე სეზონში კრაკოველთა სასტარტო შემადგენლობაში მეხუთედ მოხვდა და 54-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, საჯარიმოს ფარგლებს გარედან ზუსტად „გაისროლა“. აქვე გეტყვით, რომ სტუმრებმა ანგარიში პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-7 წუთზე რაპას დარტყმის მერე გახსნეს. კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატში 8-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. „კრაკოვია“ ზამთრის შესვენებაზე 26 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილით წავიდა.
„რაკუვმა“ „იაგიელონია“ მიიღო და 5:0 გაანადგურა. მასპინძლების განაცხადში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია არ იყო. „რაკუვი“ 35 ქულით მე-3 პოზიციაზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასა მომავალი წლის 5 თებერვალს განახლდება.