აბურჯანიას გუნდის წაუგებელი სერია მოქმედ ჩემპიონთან შეწყდა

0
15

„ჟილ ვისენტემ“, რომელშიც გიორგი აბურჯანის თამაშობს, 5-მატჩიანი (3 გამარჯვება და 2 ფრე) წაუგებელი სერია თავის მოედანზე ლისაბონის „სპორტინგთან“ შეწყვიტა. მასპინძლებმა მოქმედ ჩემპიონს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს და შესვენების შემდეგ 3 უპასუხო ბურთი გაუშვეს. არადა, „სპორტინგს“ 22-ე წუთზე მცველი ლუის კარლოსი გაუძევეს და სტუმრებმა 37-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენეს.
52-ე წუთზე ანგარიში ნუნო სანტოსმა გახსნა, ხოლო 12 წუთში გონსალო ინაციო მეორე გოლი გაიტანა. მატჩში წერტილი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე დანიელ ბრაგანცამ დასვა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო. „ჟილ ვისენტე“ 20 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ბელგიის ჩემპიონატის მე-20 ტურში “გენტმა” “სენტ-ტრიუდენი” მიიღო და 2:1 აჯობა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მასპინძლების განაცხადში ისევ არ იყო. “გენტი” 33 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.