შევჩენკო „ჯენოას“ ანტირეკორდსმენია

0
4

ანდრეი შევჩენკო დიდი ხანი არაა რაც სათავეში იტალიის „ჯენოას“ ჩაუდგა, მაგრამ უკვე კლუბის ანტირეკორდსმენი გახდა.
იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში გენუელები რომის „ლაციოსთან“ 1:3 დამარცხდა. უკრაინელი საფეხბურთო სპეციალისტი „ჯენოას“ ისტორიაში პირველი აღმოჩნდა, რომელმაც თავის პირველ ექვს მატჩში ვერცერთი შეხვედრა მოიგო.
მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 5 შეხვედრა წააგო და 1 ფრედ დაასრულა. „ჯენოა“ 10 ქულით იტალიის ჩემპიონატის 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.