საქართველო 2006-მა და “ვინგსმა” ასპარეზობა მოგება-წაგებით დაიწყეს

0
8

ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში დღეს სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ლიგამ 16-წლამდელთა შორის, რომელშიც საქართველოს 2006 წელს დაბადებულთა ნაკრები და საკალათბურთო კლუბი “ვინგსი” მონაწილეობენ.
ორივე მათგანმა 17 დეკემბერს გამართული 2-2 მატჩიდან თითო მოიგო და თითო დათმო. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა საქართველო 2006-მა სადებიუტო შეხვედრა კლუბ “ვილნიუსი KM”-თან 47:75 (სტატისტიკა) დათმო. საქართველოს გუნდში საუკეთესო შედეგი ავთანდილ ბახტაძემ დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა.
მეორე მატჩში ჩერქეზიშვილის გუნდმა უკრაინის 2007 წელს დაბადებულთა ნაკრები იოლად დაამარცხა – 84:60 (სტატისტიკა). ამჯერად ჩვენს გუნდში საუკეთესო იყო გოგიტა ბუკია 23 წუთში მოპოვებული 29 ქულით, 9 მოხსნით, 4 პასითა და 3 ჩაჭრით. 12 ქულა და 9 მოხსნა ბახტაძის ანგარიშზეა.
18 დეკემბერს საქართველო 2006 კიდევ 2 მატჩს გამართავს:
ცმოკი-მინსკი – საქართველო 2006 – 18 დეკემბერი, 11:00
საქართველო 2006 – პრინემანიე – 18 დეკემბერი, 17:00
რაც შეეხება “ვინგსს”, ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების მძლეველ “ვილნიუსი 2005”-ს მოუგო – 44:41. მეორე შეხვედრა ვინგსელებმა ბელარუსის ჩემპიონ “ცმოკი-მინსკთან” დათმო – 66:75. ვინგსი 18 დეკემბერს ჯერ უკრაინა – 2007-ს, შემდეგ კი კვლავ “ვილნიუს KM”-ს დაუპირისპირდება.
თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას იხილავთ წარმოდგენილ Facebook-გვერდზე:

https://m.facebook.com/VilniausKM/