“ქართველების” აპოელის ყაიმი

0
19

აპოელმა, სადაც სამი ქართველი ფებურთელი გამოდის, წლის ბოლოსწინა მატჩი ვერ მოიგო. მე-14 ტურში აპოელი საკუთარ  “აპოლონს” შეხვდა დ ქულას დასჯერდა – 1:1. სტუმრები 43-ე წუთზე დაბოს გატანილი გოლით დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 74-ე წუთზე კაროს დარტყმის შემდეგ გაიტანეს.
საქართველოს ნაკრების წევრები ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი და ფორვარდი გიორგი ქვილითაია სასტარტოში იმყოფებოდნენ – ორივე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. შუახაზელი ბუბა დაუშვილი თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო. აპოელი 17 ქულით კვიპროსის ჩემპიონატის პირველი ეტაპი 12 გუნდში მე-7 ადგილზე დაასრულეს.