ფუტსალისტთა ნაკრების გამარჯვება სერბეთთან უხვგოლიან შეხვედრაში

0
13

საქართველოს ფუტსალისტთან ეროვნულმა გუნდმა, რომელიც ევრო-2022-ისთვის ემზადება, სერბეთის ნაკრებთან, რომელიც ასევე ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
პირველი სპარინგისგან (1:1) განსხვავებით, დღევანდელი დაპირისპირება გაცილებით სანახაოებრი აღმოჩნდა და საბოლოოდ ავთანდილ ასათიანის შეგირდების გამარჯვებით დასრულდა 4:3.
თამაში მასპინძლების ნატურალიზებული ბრაზილიელი ელისანდროს ბენეფისად იქცა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა – ფიზიკურად ძლიერმა სამხრეთ ამერიკელმა ერთუ-მეორეზე ლამაზი გოლები გაიტანა.
პირველი შეხვედრის მსგავსად ანგარიში ისევ ელისანდრომ გახსნა, რომელმაც მეტოქის ნახევარზე ერთი სერბი ჩამოიცილა და საშუალო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით გაიტანა – 1:1.
მე-9 წუთზე სერბებმა კუთხური ჩააწოდეს და სებისკვერაძესთან ორთაბრძოლის დროს მასპინძლების საჯარიმოში სტოიჩევსკი წაიქცა. მატჩის მთავარმა არბიტრმა პეტარ რადოიჩიჩმა ჩათვალა, რომ ქართველმა ფუტსალისტმა თამაშის წესი დაარღვია და პენალტი დანიშნა, რომელიც რაკიჩმა შეასრულა, მაგრამ ბუკიამ ბურთი მოიგერია.
21-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ნატურალიზებულმა მოთამაშე თალესმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი 2-კაციან ცოცხალ კედელს შემოატარა და ბალკანელების მეკარეს „ცხრიანში“ გაუტანა – გოლი მართლაც ლამაზი აღმოჩნდა. ერთ წუთში ელისანდრომ დუბლი მიითვალა, ხოლო 29-ე წუთზე მისი ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიში 4:0 გახდა.
სერბები ამის შემდეგ გააქტიურდნენ და ანგარიშში სხვაიბა მინიმუმამდე შეამცირეს – 35-ე წუთზე თავი რამიჩმა გამოიჩინა, 37-ეზე – ტომიჩმა, რომელიც აგრეთვე სტუმართა გატანილი მესამე ბურთის ავტორიც აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრები კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – 21 და 22 დეკემბერს ოლიმპიურ სასახლეში ყირგიზებს შეხვდება.
საქართველო – სერბეთი 4:3(1:0)
18 დეკემბერი. თბილისი. ოლიმპიური სასახლე.
საქართველო: ბუკია, თალესი, რონინიო, ღავთაძე, ელისანდრო.
სათადარიგოები: ჯამბურია, ქურდაძე, თოფურია, სებისკვერაძე, კეკელია, თოდუა, კურტანიძე, გიორგაია, ჭუმბურიძე.