„ინტერის“ ახალი რეკორდი კალენდარულ წელიწადში

0
2

მილანის „ინტერმა“ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში იტალიის სერია A-ში გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდი დაამყარა. მე-18 ტურში მილანელები სტუმრად „სალერნიტანას“ შეხვდნენ და 5:0 გაანადგურეს. „ინტერმა“ 2021 წელს იტალიის ჩემპიონატში მეტოქეთა კარი 103-ჯერ აიღო, რაც კლუბის ისტორიაში ყველა დროის რეკორდია. მანამდე, „ნერაძურის“ საუკეთესო მიღწევა 1950 წელს ჩემპიონატში გატანილი 99 ბურთია.
მილანელებმა არსებობის მანძილზე ზედიზედ 5 მატჩი გოლის გაუშვებლად მესამედ ჩაატარეს. პირველად ეს 1996 წელს მოხვდა, ხოლო მეორედ – 1999 წელს.