ბრიტანელი ჟურნალისტი – კვარაცხელიათი პრემიერლიგის სამი კლუბი დაინტერესდა

0
5

ხვიჩა კვარაცხელიას შეძენი პრემიერ ლიგის სამი კლუბია დაინეტერსებული იუწყება თავისი ტვიტერს გვერდზე ბრიტანელი ჟურნალისტი პიტ ორურკი.
მისი ინფორმაციით საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის თავის რიგებში ხილვა „ევერტონს“, „ვესტ ჰემსა“ და „საუთჰემპტონს“ სურთ.
კვარაცხელიას ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
ამჟამად, კვარაცხელია „რუბინთან“ ერთად შეკრებაზე თურქეთში იმყოფება.