გურამ კაშია: “მიზნად ჯგუფის მოგება უნდა დავისახოთ“

0
12

გურამ კაშიას მიაჩნია, რომ ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში მიზნად გამარჯვების დასახვა რეალურია.
საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანმა ამის შესახებ ერთა ლიგის კენჭისყრის მერე განაცხადა, როდესაც გაცხადაა, რომ ჯგუფში ჩვენ გუნდს დაპირისპირება ბულგარეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან მოუწევს.
გურამ კაშია “ყველა მოწინააღმდეგეს კარგად ვიცნობთ, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე შევხვდით. ჩრდილოეთ მაკედონია და ბულგარეთი ისეთი ნაკრებები არიან, ვისთანაც შეხვედრა გვსურდა. მათთან წარუმატებელი მატჩები გვქონდა და ამ ყველაფრის გამოსწორების შანსი გვეძლევა. კარგად ნაცნობი მეტოქეები არიან და ჩემი აზრით რეალურია, რომ მიზნად დავისახოთ ჯგუფის მოგება. საინტერესო თამაშები გველოდება, იმედი მაქვს შეხვედრები მაყურებელთან ერთად ჩატარდება.”