ალექსანდრე იაშვილი: “ჩვენი მიზანი ჯგუფში გამარჯვება და პლეი ოფში გასვლაა“

0
21

ალექსანდრე იაშვილის თქმით, საქართველოს ნაკრების მიზანი ერთა ლიგის C ლიგის მეოთხე ჯგუფში გამარჯვება და პლეი ოფში გასვლაა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ამის შესახებ კენჭისყრის მერე განაცხადა, როდესაც გაირკვა, რომ ჯგუფში ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და გიბრალტარს დავუპირისპირდებით.
ალექსანდრე იაშვილი: “ვიცოდით, რომ ერთა ლიგის წინა გათამაშებასთან შედარებით უფრო ძლიერი ჯგუფი იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ჩვენი მიზანი ამ ჯგუფში გამარჯვება და პლეი-ოფში გასვლაა. ვფიქრობ,რომ ძალიან საინტერესო მეტოქეები არიან. ბოლო თამაშები ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან ცუდად ვითამაშეთ. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში დავმარცხდით, ასევე ბულგარეთში ამხანაგური თამაში წავაგეთ.
ყველას მიზანია, რომ ეს გამოსწორდეს და წარმატებით ვითამაშოთ. ამ ყველაფრისთვის მოსამზადებლად ძალიან დაგვეხმარება მარტის თამაშები. ამხანაგური მატჩებისთვის შევარჩევთ ისეთ მეტოქეებს, რომლებიც თამაშის სტილით ახლოს არიან ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. დარწმუნებული ვარ, რომ კარგად მომზადებულები შევხვდებით ერთა ლიგის ახალ გათამაშებას”.