ერთა ლიგაში სამხრეთ ამერიკის ნაკრებებიც ჩაერთვებიან

0
15

ახლო მომავალში ერთა ლიგის ფორმატში შესაძლოა, მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდეს. ამის თაობაზე უეფას პოლონელმა ვიცე-პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთა ლიგაზე სამხრეთ ამერიკულ ნაკრებებსაც ვიხილავთ.
„კონმებოლთან შეხვედრა გვქონდა და 2024 წლიდან ერთა ლიგის გათამაშებას სამხრეთ ამერიკული ნაკრებები შემოუერთდებიან, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ფორმატზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, – განაცხადა პოლონეთის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა ფორვარდმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთა ლიგის განახლებულ ტურნირში მონაწილეობას სამხრეთ ამერიკის ყველა წარმომადგენელი მიიღებს. არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, პერუ, ურუგვაი და ჩილე A დივიზიონში იასპარეზებენ, ბოლივია, ეკვადორი, პარაგვაი და ვენესუელა კი B დივიზიონში ითამაშებენ.