თამაზ მაქაცარია გორის “დილასთვის” შეუტევს

0
17

თამაზ მაქაცარია კარიერას გორის “დილაში” განაგრძობს. გორელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, “გაგრას” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
25 წლის თავდამსხმელმა მაქაცარიამ, რომელიც „გაგრაში“ ორი წელიწადი გაატარა, 2021 წლის რეგულარულ სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში 23 გოლი (1 პენალტიდან) გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. ამასთანავე, გაგრელებმა პლეი-ოფის ორმატჩიან დაპირისპირებაში ქობულეთის “შუქურა” მაქაცარიას მიერ მეორე მატჩში გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხეს და 10-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდნენ. ქობულეთში ჩატარებული პირველი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
მანამდე, ის „ცხინვალში“, ბათუმის „დინამოში“, „რუსთავში“, „სამტრედიაში“, „სიონში“, „ვიტ ჯორჯიაში“ ირჯებოდა და საუკეთესო შედეგი ცხინვალელთა რიგებში 2017 წელს ეროვნულ ლიგა 2-ში გატანილი 17 გოლი ჰქონდა.