საქართველოს ნაკრების მეტოქეები ერთა ლიგაში გაირკვა

0
15

ერთა ლიგის 2022-2023 წლების გათამაშების C ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია.
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილები, რომლებიც  მე-3 კალათაში იმყოფებოდნენ, მე-4 ჯგუფში ბულგარეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან ერთად მოხვდნენ.
C დივიზიონი
I ჯგუფი
თურქეთი, ლუქსემბურგი, ლიეტუვა, ფარერები
II ჯგუფი
ჩრდ. ირლანდია, საბერძნეთი, კოსოვო, კვიპროსი ან ესტონეთი
III ჯგუფი
სლოვაკეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი ან მოლდოვა
IV ჯგუფი
ბულგარეთი, ჩრდ. მაკედონია, საქართველო, გიბრალტარი
A დივიზიონი
I ჯგუფი
საფრანგეთი, დანია, ხორვატია, ავსტრია
II ჯგუფი
ესპანეთი, პორტუგალია, შვეიცარია, ჩეხეთი
III ჯგუფი
იტალია, გერმანია, ინგლისი, უნგრეთი
IV ჯგუფი
ბელგია, ნიდერლანდები, პოლონეთი, უელსი
B დივიზიონი
I ჯგუფი
უკრაინა, შოტლანდია, ირლანდია, სომხეთი
II ჯგუფი
ისლანდია, რუსეთი, ისრაელი, ალბანეთი
III ჯგუფი
ბოსნია, ფინეთი, რუმინეთი, მონტენეგრო
IV ჯგუფი
შვედეთი, ნორვეგია, სერბეთი, სლოვენია
D დივიზიონი
I ჯგუფი
ლატვია, ანდორა, ყაზახეთი ან მოლდოვა, ლიხტანშტაინი
II ჯგუფი
სან მარინო, კვიპროსი ან ესტონეთი, მალტა.
B დივიზიონის გამარჯვებული მომდენო ერთა ლიგის გათამაშებაში A დივიზიონში გადავა, C დივიზიონის – B დივიზიონში. ჯგუფში ბოლო ადგილზე გასული ნაკრებები დაქვეითდებიან. A დივიზიონის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები კი ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, ე.წ „ოთხთა ფინალში“ ითამაშებენ, ჯგუფის ბოლოადგილოსნები B დივიზიონში დაქვეითდებიან. რაც შეეხება D დივიზიონს, აქ სულ 7 ნაკრებია, რომლებიც ორ ჯგუფად განაწილდნენ და ბუნებრივია, არცერთი დაქვეითდება. C დივიზიონში გადასასვლელად კი ჯგუფის ორი გამარჯვებული პლეი-ოფში C დივიზიონის ორ ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ნაკრებს გაეჯიბრება.
2022 წლის მარტში უნდა გაიმართოს პლეი-აუტის ორი მატჩი: ყაზახეთი მოლდოვას, ხოლო კვიპროსი ლიხტანშტაინს დაუპირისპირდება. წყვილებში გამარჯვებულები C დივიზიონში ითამაშებენ, დამარცხებულები D დივიზიონში.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩების ჩატარების განრიგი (2022 წელი)
I ტური2-4 ივნისი
II ტური5-8 ივნისი
III ტური8-11 ივნისი
IV ტური12-14 ივნისი
V ტური: 22-27 სექტემბერი
VI ტური25-27 სექტემბერი

2023 წელი
ნახევარფინალი: 14-15 ივნისი
მატჩი მესამე ადგილისთვის: 18 ივნისი
ფინალი: 18 ივნისი