ჰოლანდი „ბორუსიას“ ახალი რეკორდსმენია

0
10

ერლინგ ჰოლანდი ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობით დორტმუნდის „ბორუსიას“ რეკორდსმენი გახდა. გერმანისი ბუნდესლიგის მე-16 ტურში დორტმუნდელებმა „გროიტერი“ 3:0 დაამარცხეს და ნორვეგიელმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა.
21 წლის ფეხბურთელმა 2021 წელს ბუნდესლიგაში მეტოქეთა კარი 30-ჯერ აიღო და კლუბის ახალი რეკორდი დაამყარა. მანამდე, საუკეთესო მაჩვენებლი ლოტარ ემერიხს, რომელმაც 1966 წელს 29 გოლი გაიტანა და პიერ-ემერიკ ობამეიანგს ჰქონდათ, რომლის ანგარიშზე ამდენივე ბურთია 2015 წელს. ჰოლანდმა საერთო ჯამში „ბორუსიაში“ ასპარეზობის პერიოდში 74 თამაშში თავი 76-ჯერ გამოიჩინა.
მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ბუნდესლიგაში თავი 13-ჯერ გამოიჩინა და საუკეთესო ბომბარდირთა დავაში როგორც „ბაიერნის“ პოლონელ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის (18) გოლი, ასევე ლევერკუზენის „ბაიერის“ ჩეხ თავდამსხმელ პატრიკ შიკს (16 გოლი) ჩამორჩება.