გვილიას პირველი საშინაო მარცხი, ჩაკვეტაძე ისევ გაანცხადს მიღმაა

0
11

„რაკუვმა“, სადაც ვაკო გვილია გამოდის, მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასაში პირველი მატჩი წააგო. მე-5 ტურის გადადებულ შეხვედრაში „რაკუვმა“ ზაბჟეს „გურნიკს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა საბოლოოდ ქულა ვერ აიღო.
მასპინძლები მე-16 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 66-ე წუთზე გაიტანეს. 83-ე წუთზე „გურნიკმა“ მეორე გოლი მიითვალა და სახლში 3 ქულით დაბრუბდა.
გვილია, რომელიც წინა მატჩში განაცხადში არ იყო, ამჯერად თამაშში 46-ე წუთზე შეცვლაზე ჩაერთო. „რაკუვი“ 32 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა,.
„გენტმა“ ბელგიის უმაღლესი დივიზიონის მე-19 ტურში გასვლაზე „მეხელენთან“ 3;4 წააგო. გიორგი ჩაკვეტაძე ზედიზედ მეორე შეხვედრაში სტუმართა განაცხადში ვერ მოხვდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბელგიურ კლუბში საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს აღარ ენდობიან.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-14 ტურში “კეშლამ” გასვლაზე “სუმგაითს” 3:1 აჯობა. ქართველი ნახევარმცველი მერაბ გიგაური გამარჯვებულთა სასტარტოში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. “კეშლა” 14 ქულით 8-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.