
NBA-ს განვითარების ლიგაში გოგა ბითაძის “ფორტ ვეინ მედ ანტსმა” გიორგი ბეჟანიშვილის “გრანდ რაპიდს გოლდსს” 131:127 სძლია, შეხვედრის გმირი კი ბითაძე გახდა. გოგამ მოედანზე 36 წუთი გაატარა და 38 ქულა, 14 მოხსნა (2 შეტევაში), 5 შედეგიანი გადაცემა, თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა.
ბითაძის დარად, ბეჟანიშვილმაც მშვენიერი შედეგიანობა დააფიქსირა 25 ქულა, 7 მოხსნა.
გიორგი ბეჟანიშვილი და გოგა ბითაძე
საინტერესოა აღინიშნოს, რომ “გრანდ რაპიდსის” შემადგენლობაში ითამაშა აიზია ტომასმა. მას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის არაერთ კლუბში უთამაშია, 2016 და 2017 წლებში NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩებში იასპარეზა, 2017-ში კი NBA-ს სეზონის მეორე გუნდის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს. ამჯერად აიზიამ თავი 42 ქულით, 6 მოხსნით და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
