არაბულმა საბერძნეთში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა

0
11

ბაჩანა არაბულმა საბერძნეთის სუპერლიგა 1-ში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. მე-14 ტურში „ლამია“, რომელშიც ქართველი თავდამსხმელი გამოდის, შინ „ვოლოსს“ შეხვდა და ქულა გადაარჩინა. სტუმრებმა ანგარიში 32-ე წუთზე ტან ვერტის დარტყმის შემდეგ გახსნეს, რომელმაც 54-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა არაბულმა 59-ე წუთზე პენალტი ზუსტად გამოიყენა და ანგარიში შეამცირა, ხოლო სამ წუთში ბეხარანომ სტუმართა კარი კიდევ ერთხელ აიღო და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
27 წლის არაბულმა, რომელიც 84-ე წუთზე შეცვალეს,  მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 თამაშში 4 გოლი გაიტანა. „ლამია“ 11 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.