ურუგვაის ნაკრების ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
13

ურუგვაის ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელის ჰყავს. ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლეგენდარულ ოსკარ ტაბარესს, რომელმაც ნოემბერში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის  შესარჩევ ციკლში  წარუმატებელი თამაში გამო, თანამდებობიდან დაითხოვეს, დიეგო ალონსო შეცვლის.
46 წლის ურუგვაელი სპეციალისტი ბოლო „ინტერ მაიამის“ ავარჯიშებდა, რომელიც 2021 წლის იანვარში დატოვა. მანამდე, ის „ბელა ვისტას“, პარაგვასი „გუარანს“, „პენიაროლს“, პარაგვაის „ოლიმპიას“, მექსიკის „პაჩუკას“ და „მონტერეის“ უძღვებოდა.
ურუგვაის 14 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის სამხრეთ ამერიკის ზონის 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. ურუგვაელებს მსოფლიო პირველობის საგზურის მოსაპოვებლად ხუთეულში მოხვედრა სჭირდებათ.