სტეფ კარის ისტორიული რეკორდი

0
28

„გოლდენ სტეიტ უორიორზის“ გამთამაშებელმა სტეფ კარიმ „ნიუ იორკთან“ მატჩში, პირველი მეოთხედის დასრულებამდე 7:33 წუთით ადრე შეხვედრაში თავისი მეორე სამქულიანი ჩააგდო და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში გახდა ყველაზე მეტი სამქულიანის ჩამგდები კალათბურთელი. სტეფმა გაუსწრო წინა რეკორდსმენს რეი ალენს, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა და პირადად მიულოცა ახალ რეკორდსმენს. თამაშს ასევე ესწრებოდა მესამე ადგილზე მყოფი რეჯი მილერი.

ყველა დროის საუკეთესო სნაიპერთა TOP10 ასე გამოიყურება:
სტეფ კარი – 2974
რეი ალენი – 2973
რეჯი მილერი – 2560
ჯეიმს ჰარდენი – 2509
კაილ კორვერი – 2450
ვინს კარტერი – 2290
ჯეისონ ტერი – 2282
ჯამალ კროუფორდი – 2221
პოლ პირსი – 2143
დემიენ ლილარდი – 2109

„ნიუ იორკთან“ შეხვედრა „გოლდენ სტეიტმა“ 105:96 მოიგო და კვლავინდებურად დასავლეთ კონფერენციის ლიდერია. კარიმ მატჩი 22 ქულით დაასრულა.