„სიტის“ 500-გოლიანი რეკორდი, მანჩესტერელებმა „ლივერპულის“ მიღწევა გაიმეორეს

0
8

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ლიდსს“ უმასპინძლა და 7:0 გაიმარჯვა. გამარჯვებულებიდან დუბლი კევნ დე ბრუინმა შეასრულა, თითო გოლი ფოდენმა, გრილიშმა, მაჰრეზმა, სტოუნსმა და აკემ გაიტანეს. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა 2019 წლის შემდეგ ასეთი ანგარიშით პირველად მოიგეს. მანჩესტერელებს ზედიზედ მე-7 შეხვედრაა ქულა არ დაუკარგავთ.
„ლიდსთან“ დაპირისპირების დროს გვარდიოლას ხელმძღვანელობით „სიტიმ“ ინგლისის ჩემპიონატში მე-500 გოლი გაიტანა და ამისთვის 207 მატჩი დასჭირდა, რაც რეკორდია. იმავე შედეგი გერმანელი იურგენ კლოპის გაწვრთნილმა „ლივერპულმა“ 234 თამაშში აჩვენა.
გავრდიოლას მწვრთნელობის პერიოდში მანჩესტერელები პრემიერ ლიგაში 29 გუნდს შეხვდნენ და 28 დაამარცხეს. ესპანელი სპეციალისტის მუშაობის პირველ სეზონში „სიტიმ“ „მიდლსბროსთან“ 2-ჯერ ფრედ ითამაშა.
„მანჩესტერ სიტიმ“ 2021 წელს პრემიერ ლიგაში 33 მატჩი მოიგო და 39 წლის წინ „ლივერპულის“ მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა.
„ლიდსისთვის“ „სიტისთან“ 0:7 მარცხი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წაგების გამეორებაა. ლიდესელებმა ანალოგიური ანგარიშით 1966 წელს “ვესტ ჰემთან” წააგეს, 1979 წელს – “არსენალთან”, ხოლო 1934 წელს “სტოკ სიტისთან” 1:8 დამარცხდნენ.
აღსანიშნავია, რომ “ლიდსის” არგენტინელ თავკაც მარსელო ბიელსას სამწვრთნელო კარიერაში პირველად მისმა გუნდმა 7 ბურთი გაუშვა.