„სენტ-ეტიენმა“ ახალი თავკაცი წარადგინა

0
16

„სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელებმა ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინეს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 6 დეკემბერს დათხოვნილი კლოდ პიუელი 59 წლის პასკალ დიუპრამ შეცვალა.
დიუპრამ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. „სენტ-ეტიენში“ დანიშვნამდე ის „კანს“ თავკაცობდა, ხოლო მანამდე – „ტულუზას“.
„სენტ-ეტიენმა“ პიუელი 6 დეკემბერს დაითხოვა და ამის მიზეზი მიმდინარე სეზონში გუნდის ცუდი გამოსვლაა – 18 ტურში მოპოვებული 12 ქულით ბოლო მე-20 ადგილზეა. ყოფილმა მწვრთნელმა კომპენსაციის სახით 1,8 მილიონი ევრო მიიღო.