მიქაუტაძის გუნდის ზედიზედ მესამე მარცხი

0
25

„სერენმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, ბელგიის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. მე-19 ტურში „სერენი“ სტუმრად „სერკლ ბრიუგეს“ შეხვდა და კვლავ ისე დამარცხდა, რომ მეტოქის კარი ვერ აიღო – 0:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მან მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებულ 13 შეხვედრაში (11 სასტარტოში) 7 გოლი (1 პენალტიდან) გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, მიქაუტაძემ ბელგიის თასზე, რომელსაც „სერენი“ გამოეთიშა, 3 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. „სერენი“ 19 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.