ლევან კობიაშვილი:”მინდა მადლობა გადავუხადო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მონაწილე თითოეულ კლუბს, ფეხბურთელს, მწვრთნელს”

0
11

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი თავისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დასრულებულ სეზონს გამოეხმაურა:
“დასრულდა ეროვნული ჩემპიონატის 2021 წლის სეზონი, რომელიც ნამდვილად გამოირჩეოდა საფეხბურთო გარემოთი.
წელს უამრავი საინტერესო და დაძაბული მატჩი, ლამაზი გოლი და დაუვიწყარი საფეხბურთო სანახაობა ვიხილეთ. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მონაწილე თითოეულ კლუბს, ფეხბურთელს, მწვრთნელს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებს უდიდეს სიხარულსა და საფეხბურთო ემოციებს ანიჭებდა.
განსაკუთრებული მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ამხნევებდა და გვერდით ედგა საყვარელ კლუბს.
ბათუმის დინამოს ვულოცავ ისტორიაში პირველად ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, ბოლნისის სიონს ლიგა 2-ში პირველი ადგილის დაკავებას და ეროვნულ ლიგაში დაწინაურებას, საფეხბურთო კლუბ გაგრას კი, 10-წლიანი პაუზის შემდეგ, მთავარ საფეხბურთო ლიგაში დაბრუნებას.
მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენ კლუბებს ევროსარბიელზე. 2022 წელს კი მჯერა, რომ თქვენი ყველას ჩართულობით კიდევ უფრო დაუვიწყარი სეზონი გველოდება”.