კრისტიან ერიქსენი და „ინტერი“ კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ

0
4

მილანის „ინტერი“ და ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ, იუწყება იტალიური მედია. 29 წლის ფეხბურთელს ევრო 2020-ზე ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა და ამის შემდეგ კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ჩაუდგეს. იტალიის სერია A-ს რეგლამენტის თანახმად ასეთი იმპლანტით ფეხბურთელს თამაში ეკრძალება.
შესაძლოა, ერიქსენი სამშობლოში გაგრძელდეს და კარიერა „ოდენსეში“ განაგრძოს, სადაც ახლა ვარჯიშობს. გარდა ამისა, გამორიცხული არაა მან ისევ ამსტერდამის „აიაქსის“ მაისური მოირგო. 6 კვირის წინ ნიდერლანდურმა გრანდმა ფეხბურთელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიკოსებისგან ინფორმაცია მოითხოვა.