“ბაიერნი” ზამთრის ჩემპიონია, ლევანდოვსკის მიულერის რეკორდის დამხობას აპირებს

0
3

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ სტუმრად „შტუტგარტს“ შეხვდა და 5:0 გაანადგურა. მატჩის გმირი 26 წლის სერჟ გნაბრი აღმოჩნდა, რომელმაც მოედანზე 75 წუთი დაჰყო და გარდა იმისა, რომ ჰეთ-თრიქი შესრულა, 2-ჯერ საგოლე პასი რობერტ ლევანდოვსკის გაუკეთა. გნაბრიმ მიმდინარე სეზონში თავის ანგარიშზე 9 გოლი ჩაიწერა.
ლევანდოვსკის რაც შეეხება, პოლონელმა თავდამსხმელმა 2021 წელს 42 გოლი გაიტანა და ლეგენდარული აწ გარდაცვლილი გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა. მას ახალი რეკორდის დამყარების შანსი აქვს, რადგან ბუნდესლიგაში ზამთრის პაუზის დადგომამდე ერთი ტური კიდევ დარჩა. ლევანდოვსკიმ საერთო ჯამში მიმდინარე წელს მეტოქეთა კარი 68-ჯერ აიღო.
„ბაიერნი“ გერმანიის ზამთრის ჩემპიონი 24-ედ გახდა და 21 შემთხვევაში მიუნხენელებმა სეზონი ოქროს მედლებით დაასრულეს.