ლა ლიგამ ტელეტრანსლიაციების უფლება 4,95 მილიარდად გაყიდა

0
12

ლა ლიგამ მატჩების ტელეტრანსლიაციების უფლება როგორც ესპანეთში, ასევე ანდორაში ტელემაუწყებლებს DAZN და Movistar-ს მიჰყიდა.
ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით ნახსენები ტელემაუწყებლები 5 წლის განმავლობაში 4 მილიარდ 950 მილიონ ევროს გადაიხდიან. კონტრაქტი ძალაში 2022-2023 წლების სეზონიდან შევა.
Movistar ყოველ ტურში 5 შეხვედრას აჩვენება და პლუს 3 ტურის მატჩებს სრულად გადასცემს, ხოლო DAZN-ს ყოველ ტურში 5 თამაშის ტრანსლირების უფლება აქვს.
ლა ლიგაში აღნიშნეს, რომ მატჩების ტრანსლირების უფლების გაყიდვიდან სტაბილური შემოსავალი შეინარჩუნეს, როდესაც სხვა ევროპულ წამყვან საფეხბურთო ლიგებს პრობლემები შეექმნათ და ფინანსურად ზარალდებიან.