კერესელიძემ „გაგრადან“ „დინამოს“ მიაშურა

0
28

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ „გაგრას“ ერთი დანაკლის უკვე აქვს.  მეკარე დავით კერესელიძე კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს. კერესელიძემ განვლილ სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 36 მატჩიდან 34 შეუცვლელად ჩაატარა და თავისი გუნდის ელიტაში აღზევებაში დიდი წვლილი შეიტანა.
22 წლის გოლკიპერი „გაგრაში“ 2019 წლიდან ირიცხებოდა და შარშან დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო. ის „გაგრაში“ გადასვლამდე 2014-2015 წლების სეზონიდან „ცხინვალში“ გამოდიოდა.