კანალესის ახალი კონტრაქტი – გამოსასყიდი თანხა მილიარდია

0
5

სერხიო კანალესმა “ბეტისთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. სევილიელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 30 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ხელშეკრულება 2026 წლამდე დადო. მისი შეძენის მსურველ კლუბს მილიარდი ევროს გადახდა მოუწევს.
კანალესი სევილიელთა რიგებში 2018-2019 წლების სეზონიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 138 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა.
კანალესი “ბეტისში” გადასვლამდე სანტანდერის “რასინგში”, “რეალში”, “ვალენსიაში” და “რეალ სოსიედადში” თამაშობდა.