გრიზმანი „ატლეტიკოს“ უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება

0
10

მადრიდის „ატლეტიკოს“ უახლოეს მატჩებში ანტუან გრიზმანი ვერ დაეხმარება. ფრანგი თავდამსხმელი ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურში სტუმრად მადრიდის „რეალთან“ მატჩის პირველი ტაიმის დროს დაშავდა, რის გამო შეცვალეს.
„ატლეტიკოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, გრიზმანს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთვის ტრავმა აქვს და უახლოეს ტურებში მოედანზე ვერ გავა. მან ფიზიოთერაპიის კურსი უნდა გაიაროს, რის შემდეგ გაირკვევა თუ როდის ითამაშებს. გრიზმანი „ბარსელონამ“ მიმდინარე სეზონის წინ „ატლეტიკოში“ გაანათხოვრა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა მადრიდელთა მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.