ვილი ისიანის 15 ქულა NCAA ლიგაში

0
17

ამერიკის კოლეჯთა ლიგის (NCAA) I დივიზიონში 24 წლის ქართველი მსროლელის ვილი ისიანის “დეტროიტ მერსიმ” შინ “ვესტერნ მიჩიგანს” 83:64 სძლია. ჩვენებური სასტარტო ხუთეულში იყო, გუნდს 15 ქულა მოუტანა, რაც ისისანისთვის მიმდინარე სეზონის რეკორდია.
ვილიმ 29 წუთი ითამაშა, სამიდან სამი სამქულიანი ჩააგდო, რასაც ორიდან ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა, ოთხი ორქულიანიდან კი სათანადოდ ორი გამოიყენა. ისიანმა თავის აქტივს ოთხი მოხსნა (სამი მეტოქის ფარზე), ორი შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა მიამატა.
“დეტროიტ მერსი” სამი მოგებით და შვიდი მარცხით ჰორაიზონის კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.